საერთაშორისო მნიშვნელობის პალიასტომის ტბა კვდება. ამ დასკვნამდე მივიდნენ გარემოსდამცველი ექსპერტები. უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში ტბა გამლაშდა, თევზების ენდემური სახეობებიდან მხოლოდ მესამედი შემორჩა, სიღრმე კი განახევრდა. ადგილობრივ მოსახლეობას, ტბის ბედდთან ერთად, დაჭაობებისგან წარმოქმნილი სპეციფიური სუნი აწუხებს. ისინი აცხადებენ, რომ წყალსატევის დეგრადაციას ხელი იმ ადამიანებმაც შეუწყვეს, ვისაც მისი დაცვა ევალებოდათ.
Добавить комментарий