პალიასტომი ეკოკატასტროფის წინაშე


საერთაშორისო მნიშვნელობის პალიასტომის ტბა კვდება. ამ დასკვნამდე მივიდნენ გარემოსდამცველი ექსპერტები. უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში ტბა გამლაშდა, თევზების ენდემური სახეობებიდან მხოლოდ მესამედი შემორჩა, სიღრმე კი განახევრდა. ადგილობრივ მოსახლეობას, ტბის ბედდთან ერთად, დაჭაობებისგან წარმოქმნილი სპეციფიური სუნი აწუხებს. ისინი აცხადებენ, რომ წყალსატევის დეგრადაციას ხელი იმ ადამიანებმაც შეუწყვეს, ვისაც მისი დაცვა ევალებოდათ.

Реклама
Опубликовано в Uncategorized. Leave a Comment »

ფოთის აეროპორტი


ფოთის აეროპორტის მშენებლობის გამო საქართველო შესაძლოა მსოფლიო სკანდალში გაეხვეს. აეროპორტი საერთაშორისო კონვენციებისა და ნორმების დარღვევით, კოლხეთის ეროვნული პარკის ახლოს შენდება, რომლის ფლორა და ფაუნა წითელ წიგნშია შეტანილი.
გადამფრენი ფრინელების გარდა რისკის ქვეშ მგზავრების უსაფრთხოებაც ხვდება.
მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკით აეროპორტებისათვის ფრინველებით ღარიბ ტერიტორიებს არჩევენ.

Опубликовано в Uncategorized. Leave a Comment »

კოლხეთის დაბლობი


კოლხეთის დაბლობის 842 ჰექტარ ფართობს დაცული ტერიტორიის სტატუსი მოეხსნება და იგი მრავალმხრივი გამოყენების ზონად გამოცხადდება — ეს ინიციატივა გარემოს დაცვის კომიტეტში დღეს მესამე მოსმენით განიხილეს. ცვლილების თანახმად კოლხეთის დაბლობის ფოთი ანაკლიის მონაკვეთზე ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის წარმოება იქნება შესაძლებელი. ოპონენტები მიღებულ ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგეებიან და აცახდებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო კონვეციას არღვევს.

Опубликовано в Uncategorized. Leave a Comment »