ახალი ქალაქის ლაზიკასთვის თანხა გამოიყო


ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობისთვის, თანხები ზუგდიდის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი არ არის, თუმცა, თანხები საქართველოს მთავრობამ უკვე გამოყო, ამის შესახებ, ასოციაცია „მედია და საზოგადოებას“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აცნობეს.

„ახალი ქალაქის ლაზიკის მშენებლობისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხები დღეის მდგომარეობით არ არის გათვალისწინებული. ამასტან, ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის #163 განკარგულებით, 85.0 ათასი ლარი, სამეგრელოს რეგიონში, სავი ზღვის სანაპიროზე, ახალი ქალაქის ლაზიკას მსენებლობასთან დაკავშირებული გზის ნაწილის ტოპოგრაფიული რუკის შედგენა, ტერიტორიის გაკაფვა-გაწმენდის სამუსაოების ხარჯების დასაფარავად შპს „ანაკლია-განმუხური რესორტს“ გამოეყო“,-განმარტებულია წერილობით ინფორმაციაში.

„მედია და საზოგადოებაში“ განმარტავენ, რომ მათი დაინტერესების საგანი იყო, განთავსდება, თუ არა ლაზიკა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და თუ განთავსდება, კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე.

 

„აქვე, ვითხოვდით, მოეწოდებინათ ლაზიკას მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ფართობების შესაბამისი საკადასტრო მონაცემები, რადგან სხვადასხვა უწყებისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი, სად აშენდება ლაზიკა და იქნება თუ არა ის შეხებაში, კოლხეთის ეროვნულ პარკთან. სხვადასხვა ინფორმაციით, ახალი ქალაქი ანაკლიასა და ყულევს შორის ტერიტორიას მოიცავს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ ეს ინფორმაცია ვერც ზუგდიდის და ვერც ხობის მუნიციპალიტეტიდან ვერ მივიღეთ. ხობის მუნიციპალიტეტიდან გვიპასუხეს, რომ საერთოდ არ არის მათთან დაცული არანაირი ინფორმაცია ლაზიკასთან დაკავშირებით, არადა ყულევი სწორედ ამ მუნიციპალიტეტის საზღვრებში შედის“,-განაცხადა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა, ირაკლი აბსანძემ.

2012 წლის 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება კოლხეთის დაბლობზე ახალი ქალაქის-ლაზიკას მშენებლობის თაობაზე. პრეზიდენტმა რუსთავში სტუმრობისას, ასევე განაცხადა, რომ განათების სისტემების შეკვეთა, ლაზიკასთვის მოხდება რუსთავის ლითონკონსტრუქციის ქარხანაში.

Опубликовано в Uncategorized. Leave a Comment »

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s

%d такие блоггеры, как: