ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ეკოლოგიური დასკვნის მიღების გარეშე დაიწყო


საინფორმაციო სააგენტო «ინტერპრესნიუსი»
ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტი, გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტში, ეკოლოგიური დასკვნის მიღების მიზნით, ამ დრომდე არ წარდგენილა, ნათქვამია, ცხრა თებერვლით დათარიღებულ ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, დავით იოსელიანი აწერს.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტროს, ასოციაცია „მედია და საზოგადოებამ“ მიმართა, რომელიც აეროპორტის მშენებლობით გამოწვეული ეკოლოგიური და ეკონომიკური რისკების ადვოკატირების პროექტს ახორციელებს.

„მედია და საზოგადოების“ ინფორმაციით, გარკვეული სამუშაოები აეროპორტის ტერიტორიაზე, უკვე დაწყებულია, თუმცა შესაბამისი ნებართვისთვის, ინვესტორ კომპანია შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“, მიუხდავად იმისა, რომ აეროპორტი კოლხეთის ეროვნულ პარკს ესაზღვრება, გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ჯერ კიდევ არ მიუმართავს.

„ჩვენ ვთხოვთ შესაბამის სტრუქტურებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და ჩაერთონ გარემოს ზიანის მიყენების თავის აცილების მიზნით ადვოკატირების კამპანიაში, რათა შემდეგ არ იყოს გვიანი. ეს დაბლობი ნაშთია დღემდე შემორჩენილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ, კაინოზოურ ხანაში მთელ ევრაზიის კონტინენტზე უწყვეტ ზოლად იყო გადაჭიმული. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომელიც დღეს მხოლოდ შორეული ჩრდილოეთის ტუნდრისა და ტაიგის ჭაობიანი ეკოსისტემებისთვისაა დამახასიათებელი, შესაბამისად, მას გაფრთხილება სჭირდება და არავინ იცის კავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობა, რა ცვლილებებს გამოიწვევს“,-აცხადებენ „მედია და საზოგადოებაში“.
„გარდა ამისა, კოლხეთის ეროვნული პარკი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით – წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა, რომელსაც 1971 წლიდან დღემდე, 160 ხელმომწერი ქვეყანა ყავს, გარკვეული ვალდებულებებით. ამ ტერიტორიაზე ბუნებისთვის მიყენებული ზიანის ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო, შესაძლოა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს“,-დასძენენ მედია და საზოგადოებაში.
პრეზიდენტი სააკაშვილი, ფოთის მცირე აეროპორტის ტერიტორიაზე, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობის ინიციატივით 2009 წლის სექტემბერში, ფოთში ვიზიტისას გამოვიდა. მისივე განცხადებით, აეროპორტს სახელმწიფო თავისი სახსრებით ააშენებდა, თუმცა, მოგვიანებით არაბულ კომპანია «რას ალ ხაიმა ინვესტმენ აუტორიტი ჯორჯიას» ფოთის აეროპორტის აქციების 98.26%, პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა.

Реклама
Опубликовано в Uncategorized. 2 комментария »

комментария 2 to “ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ეკოლოგიური დასკვნის მიღების გარეშე დაიწყო”


Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s

%d такие блоггеры, как: